სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ნიკოლოზ შარაძემ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

09-11-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ნიკოლოზ შარაძე, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს შინაგან საქმეთა საკითხების მრჩეველს, ნეჯმეთინ თეთიქს და უსაფრთხოების საკითხების მრჩეველს, ჰაქან ბეჯელს შეხვდა.

ნიკოლოზ შარაძემ თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს შინაგან საქმეთა საკითხების მრჩეველს და უსაფრთხოების საკითხების მრჩეველს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა უწყებებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის სარდლობის მიერ საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისათვის სხვადასხვა სფეროში აღმოჩენილი მხარდაჭერა და დახმარება. 

შეხვედრაზე, სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ შარაძემ სტუმრებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდა სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, რამაზ პაპიძე და თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი, ბორან ქოჩბოღანი. 

მხარეებმა, იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებული წარმატებული ურთიერთობები და თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის ორი ან მეტი პირის გადაყვანის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული ი.ლ.; 1983 წელს დაბადებული ს.დ. და 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

24-03-2025
კატეგორიები