ახალი, ევროპული ”H145” ტიპის სამივე შვეულფრენი საქართველოშია

29-09-2024

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მესამე „H 145“ ტიპის ვერტმფრენი შეემატა. ახალი ბორტი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს.

თანამედრივე, ევროპული ტიპის სამივე ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. "H145" ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია.

სასაზღვრო პოლიციის საფრენოსნო შემადგენლობამ სრული გადამზადება გერმანიაში, "airbus helicopters"-ის სასწავლო აკადემიაში გაიარა.

2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან სამი „H145“ ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ მიგრანტის უკანონოდ გადმოყვანის და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის , საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს, ასევე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1977 წელს დაბადებული ა.ი. და 1998 წელს დაბადებული მ.თ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადმოყვანისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

14-06-2025
კატეგორიები