სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის საერთაშორისო-სამხედრო თანამშრომლობის დირექტორატის ხელმძღვანელი ესტუმრა

21-09-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის საერთაშორისო-სამხედრო თანამშრომლობის დირექტორატის ხელმძღვანელი, პირველი რანგის კაპიტანი ფროდე როტე დელეგაციასთან ერთად  ეწვია.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ნატოს გაეთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

ბაზაზე ვიზიტისას სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, რამაზ პაპიძემ სტუმრებს გააცნო სანაპირო დაცვის ოპერაციული და ამოცანების მხარდაჭერის შესაძლებლობები. სტუმრებმა მოინახულეს ოპერაციების მართვის სამსახური, სანაპირო დაცვის ერთ-ერთი სადარაჯო ხომალდი "დიოსკურია" და დაათვალიერეს არსებული საინჟინრო-სარემონტო  ინფრასტრუქტურა.

დასავლეთ რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ნატოს წარმომადგენლები, ასევე, ეწვივნენ საზღვაო ოპერაციების ერთობლივ მართვის ცენტრს, სადაც გაეცნენ ცენტრის საქმიანობის მიმართულებებს.

ვიდეო რეპორტაჟი
ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ მიგრანტის უკანონოდ გადმოყვანის და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის , საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს, ასევე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1977 წელს დაბადებული ა.ი. და 1998 წელს დაბადებული მ.თ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადმოყვანისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

14-06-2025
კატეგორიები