სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის მობილური საწვრთენლი ჯგუფის ინსტრუქტორებმა პრაქტიკული სწავლებები ჩაუტარეს

21-09-2024

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომლებს პრაქტიკული სწავლებები ჩაუტარდათ.

სწავლება საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში (JMOC), ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის მობილური საწვრთენლი ჯგუფის (MARCOM MTT) წარმომადგენლების მიერ განხორციელდა.

სამდღიანი სწავლების განმავლობაში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები გაეცნენ ნატოს საზღვაო ოპერაციებში ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის, კიბერუსაფრთხოებასთან და ინფორმაციულ სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებს, საზღვაო აკრძალვით ოპერაციების კანონმდებლობას და სხვა თემებს.

აღნიშნული სწავლება ნატო-ს გაერთიანებულ საზღვაო ძალების სარდლობასთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების ცნობიერების ამაღლებას საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ჩრილოატლანტიკური ალიანსის როლისა და შესაძლებლობების შესახებ.

სწავლების დასასრულს, მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ვიდეო რეპორტაჟი
ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025

სასაზღვრო პოლიციამ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული ჰ.თ. და 1980 წელს დაბადებული ფ.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

15-05-2025
კატეგორიები