სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავა

12-09-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე - 1992 წ. დაბადებული ა.ე, 1996 წ. დაბადებული ა.ქ.  და 1993 წ. დაბადებული ა.გ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, ა.ე-მ და ა.ქ-მ სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან, საქართველოს მიმართულებით, სასაზღვრო პოლიციის ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,გორგაძეთი“-ს სამოქმედო მონაკვეთზე  ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხოლო, ა.გ-მ სასაზღვრო სექტორ ,,სარფი“-ს სამოქმედო მონაკვეთზე თურქეთის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს.

ვიდეო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 8 მოქალაქე საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სხვადასხვა სასაზღვრო სექტორების დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 8 მოქალაქე: 1980 წელს დაბადებული ი. დ., .2002 წელს დაბადებული მ. თ., 1983 წელს დაბადებული ა. ფ., 1997 წელს დაბადებული მ. ა., 1985 წელს დაბადებული მ. რ., 1993 წელს დაბადებული მ. ი., 1981 წელს დაბადებული ო. მ. და 1978 წელს დაბადებული გ. ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ჯგუფურად, უკანონოდ, გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე დააკავეს.

21-02-2025
კატეგორიები