საქარველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდლობის ორმხრივი საპორტო ვიზიტი განხორციელდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდლობას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი „სოხუმი" საპორტო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სამსუნსში იმყოფებოდა.