სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო 

08-08-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა - რამაზ პაპიძემ და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 

ღონისძიებას ქალაქ ფოთის მერი, საკრებულოს ხელმძღვანელი პირები  და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები დაესწრნენ. 

2008 წელს, რუსეთის საოკუპაციო ძალების აგრესიის შედეგად, ფოთის ბაზაზე, საზღვაო ძალების 5 მოსამსახურე - კაპიტან-ლეიტენანტი თეიმურაზ ჭიტაძე, საზღვაო კაპრალები - ზვიად ბარბაქაძე, გიორგი ღვინჯილია, ზვიად დათუაშვილი და თემურ ფიჩხაია დაიღუპა.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები