სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების თანამშრომლებს სწავლება ჩაუტარდათ

13-07-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს 34 თანამშრომელს სწრაფი რეაგირების ინსტრუქტორებმა სწავლება ჩაუტარეს. 

სწავლება სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზის ტერიტორიაზე განხორციელდა.

სასწავლო კურსი როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ საველე ნაწილს მოიცავდა - მონაწილეები დეტალურად გაეცნენ სხვადასხვა ტიპის იარაღის საბრძოლო მახასიათებლებს, დანიშნულებასა და მატერიალურ ნაწილებს, დაეუფლნენ იარაღით სროლის სპეციფიკას სხვადასხვა დისტანციაზე.

მსგავსი ტიპის სწავლებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთათვის სისტემატურად ტარდება და მიზნად ისახავს მესაზღვრეების კვალიფიკაციის ამაღლებას.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები