დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის საზღვაო ქვეითთა სარდლობის ინსტრუქტორებმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური სწავლება ჩაუტარეს

27-04-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების ტაქტიკური განყოფილებების 14 და სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს 16 მოსამსახურეს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ.

სწავლება დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის საზღვაო ქვეითთა სარდლობის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის (42 CDO) ინსტრუქტორების ორგანიზებით განხორციელდა.

სწავლება მოიცავდა: დანაყოფის საბრძოლო მედიკოსის ტრენინგს, აბორდაჟის პროცედურების ჩატარებას განსხვავებული ხილვადობის პირობებში, ახლო დისტანციაზე ბრძოლის ტაქტიკურ მანევრებს და საცეცხლე მომზადებას. კურსის მონაწილეებს თეორიული საკითხების პრაქტიკაში განხორციელების საშუალებაც ჰქონდათ.

სწავლების დასასრულს, ტრენინგში მონაწილე პირადი შემადგენლობის შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარტკ კლეიტონმა, ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, სტივ ქუანთრილმა, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა რამაზ პაპიძემ და სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა პირებმა.

აღნიშნული სწავლება რიგით მეორედ ტარდება საქართველოში, რომელიც ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებასა და სწავლებაში ჩართული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა ტაქტიკური შესაძლებლობების გაზრდა-განვითარებას.

ვიდეო რეპორტაჟი
ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის ორი ან მეტი პირის გადაყვანის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული ი.ლ.; 1983 წელს დაბადებული ს.დ. და 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

24-03-2025
კატეგორიები