სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა სწავლება ჩაუტარეს

02-05-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს აშშ-ის საბაჟოსა და საზღვრის დაცვის უწყების ინსტრუქტორებმა სპეციალური სწავლება ჩაუტარეს. 

სწავლება მოიცავდა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს და საველე სწავლებებს. 

სასწავლო კურსი ამერიკის შეერთებული შტატების კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების  (EXBS) პროგრამისა და ამერიკის საბაჟოსა და საზღვრის დაცვის (CBP) ოფისის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის მისიის დაგეგმვა, დახურულ სივრცეში ბრძოლის ტექნიკა, პატრულირება და ჯგუფური გადაადგილებები, სახმელეთო ნავიგაცია, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და სხვა. 

სწავლების დასასრულს, აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) რეგიონულმა მრჩეველმა, კარენ ჩეისონმა და  აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის ატაშემ, თურქეთსა და კავკასიის რეგიონში, საურაბ ბჰატმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები