სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს  ანალიტიკოსთა მომზადების სასწავლო კურსი ჩაუტარდათ

26-04-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში  ანალიტიკოსთა მომზადების სასწავლო კურსი ჩაუტარდათ. 

ტრენინგი აშშ-ის საზღვაო ძალების წყნარი ოკეანის საბრძოლო საინფორმაციო ცენტრის (U.S. Navy - NIWC Pacific) წარმომადგენლებმა, შავ ზღვაზე საზღვაო ვითარების გაცნობიერებულობის გაზრდის (MDA) პროექტის ფარგლებში ჩაატარეს.

სასწავლო კურსის მიზანი იყო ელექტრონული ანალიტიკური პლატფორმა „SeaVision“-ის ახალი ფუნქციების მიმოხილვა, სამაგიდო სწავლებების (TTX) ჩატარება და გუნდური სამუშაოების შესრულება. 

მონაწილეები დეტალურად გაეცნენ პლატფორმა „SeaVision“-ის  გამოყენების უნარ-ჩვევებს და ერთიანი საზღვაო ოპერაციული სურათის შესაქმნელად დამატებით შეისწავლეს მისი საშუალებით მიღებული საზღვაო მონაცემების დამუშავების და ანალიზის მექანიზმები. 

სწავლების დასასრულს, მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები