შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია უწყებათაშორის სწავლებაში დიდგორი 2025 მონაწილეობს
კრწანისის საერთო საჯარისო ცენტრში, უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ გაიხსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზაზე და ბირთვისის ტერიტორიაზე სპეციალური სწავლება ჩაუტარეს.
სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ საველე ნაწილს.
სწავლების ფარგლებში, მონაწილეები დეტალურად გაეცნენ სამთო მომზადების საკითხებს, რთულ რელიეფზე ჯგუფის გადაადგილების მეთოდებს, ცოცვისა და თოკით გადაადგილების ტექნიკას, წინაღობის გადასალახავი თოკების სისტემას, ჩასაფრების ტექნიკას და დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში პატრულირების წესებს.
სასწავლო კურსის დასასრულს, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.