სასაზღვრო პოლიციის უფროსმა უწყების თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

21-03-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ უწყების თანამშრომლებს მესაზღვრის დღე მიულოცა.

მესაზღვრის  დღესთან დაკავშირებით,  სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებისთვის,  სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის, სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს და კინოლოგიის სამმართველოს 96 თანამშრომელი დაჯილდოვდა სხვადასხვა სახის ჯილდოთი, მათ შორის მადლობის სიგელებით, სამკერდე ნიშნით - "უმწიკვლო სამსახურისთვის" და სასაზღვრო პოლიციის  მედლით - '"უმწიკვლო სამსახურისთვის". 

გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ პირად შემადგენლობას ერთგული და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები