შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეებს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა სპეციალური სწავლება ჩაუტარეს. წვრთნები სასაზღვრო პოლიციის წითელი ხიდის სამმართველოს და ლილოს ბაზის ტერიტორიაზე განხორციელდა.
სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ საველე ნაწილს. სწავლების მონაწილეები დეტალურად გაეცნენ საცეცხლე მომზადების და შორ მანძილზე სროლის პრინციპებს, მცირე ჯგუფების შემადგენლობით პატრულირებას, ჩასაფრების დაგეგმვა-განხორციელების ტაქტიკასა და სპეციფიკას.
წვრთნების დასასრულს, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.