შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, წითელი ხიდის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სადახლოს" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის 3 მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული ა.ა, 1981 წელს დაბადებული ა.ა. და 1996 წელს დაბადებული ი.ე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.