საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ბურაქ ალთინერის შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს მოადგილე საზღვაო საკითხებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მრჩეველი, მესამე რანგის კაპიტანი ქენან მალაი და თურქეთის სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერი და სამხედრო ატაშეს მოადგილე, კაპიტანი ადნან ქუთაი იუქსელი.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ასევე, თურქეთის შინაგან საქმეთა სამრჩევლოსთან ჩამოყალიბებული მრავალწლიანი ურთიერთობისთვის, რომელიც მოიცავს, როგორც საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივ წვრთნებს, აგრეთვე, საპატრულო გემების პერსონალის გაცვლის ღონისძიებებს და საპატრულო გემების ორმხრივ ვიზიტებს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის საზღვრის დაცვის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას.
მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მომავალშიც გააგრძელონ საზღვრის დაცვის კუთხით ნაყოფიერი თანამშრომლობა.