სასაზღვრო პოლიციის უფროსი არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა

28-01-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს - აჰმედ იბრაჰიმ ალნუაიმის უმასპინძლა.

შეხვედრას საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების კონსული - ხალედ ალქააბი დაესწრო.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები