შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია უწყებათაშორის სწავლებაში დიდგორი 2025 მონაწილეობს
კრწანისის საერთო საჯარისო ცენტრში, უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ გაიხსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზის ტერიტორიაზე, ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის და სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისთვის კიდევ სამი სწავლება ჩატარდა.
კურსის თეორიული და პრაქტიკული საველე ნაწილები მოიცავდა: ჯგუფური ოპერაციის დაგეგმვის და განხორციელების საკითხებს, პატრულირებისა და ჩასაფრების მოწყობის გზებს, სხვადასხვა იარაღით სროლის სპეციფიკას და პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხებს.
მსგავსი ტიპის სწავლებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებისთვის სისტემატურად ტარდება.
ტრენინგების მიზანია მესაზღვრეების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება.