სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და გადაკვეთის ფაქტზე 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,სარფისა" და სასაზღვრო სექტორ „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე - 1976 წელს დაბადებული ბ.ქ., 1995 წელს დაბადებული ე.ქ., 1997 წელს დაბადებული ჯ.ა. და 1996 წელს დაბადებული თ.თ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.