სასაზღვრო პოლიციის განცხადება

01-05-2022

გაცნობებთ, რომ 2022 წლის 1 მაისიდან, საქართველოს სახმელეთო საზღვარზე, სასაზღვრო ზონასა და ზოლში შესვლის მსურველმა პირებმა უნდა შეავსონ განახლებული ფორმის განაცხადი;
,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N 386 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე დამტკიცდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის N 416 ბრძანება - ,,სასაზღვრო ზოლსა და ზონაში შესვლის, დროებითი ყოფნისა და გადაადგილების საშვის გაცემის პროცედურის დამტკიცების შესახებ“. აღნიშნული ბრძანების შესაბამისად განახლდა განაცხადის ფორმა.
დაინტერესებულ პირებს განაცხადის ფორმისა და დამატებითი მოთხოვნების ნახვა შეუძლიათ შესაბამის ბმულზე - https://bpg.gov.ge/.../public.../information-for-tourists

სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს 1 მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული ჯ.ე. და უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: 1989 წელს დაბადებული ნ.მ. და 1999 წელს დაბადებული ვ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე დააკავეს.

30-07-2025
კატეგორიები