სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ჯგუფის წარმომადგენლებს უმასპინძლა

31-03-2022

 შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ჯგუფის უფროსის ახლად დანიშნული მოადგილეები -  I რანგის კაპიტანი, მუზაფერ სემიზი და II რანგის კაპიტანი, რიჩარდ პოლი, ასევე, საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის (MSI) ექსპერტები - ll რანგის კაპიტანი,  კრისტს  კრისტლიბსი და ll რანგის კაპიტანი, ფათიჰ ბალი ეწვივნენ.

 სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ უმასპინძლა და სანაპირო დაცვის ფოთის ბაზა, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) და  ბათუმში დისლოცირებული მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტი დაათვალიერებინა.

 შეხვედრაზე სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის მიმართულებები და პრიორიტეტები განიხილეს.

 ექსპერტებმა  საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივით განსაზღვრული პროექტების იმპლემენტაციის პროცესი დადებითად შეაფასეს და მომავალში ამ მიმართულებით მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვეს.

 

სხვა სიახლეები
კატეგორიები