სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

04-12-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან - როზარია პუგლისთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. 

ნიკოლოზ შარაძემ როზარია პუგლისს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა.

გამოსამშვიდობებელ შეხვედრას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე - პირიტ პიკერი და სამხედრო მეკავშირე ოფიცერი - რუშენ აბიდინოღლუ დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია წარმატებით აგრძელებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. საქართველოს პორტებს ნატოს საზღვაო შენაერთები მუდმივად სტუმრობენ. საპორტო ვიზიტების განმავლობაში, ურთიერთთავსებადობის ამაღლების მიზნით, საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნები ტარდება.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები