სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა DTRA-ს ევრაზიის ოფისის ახალ ხელმძღვანელს უმასპინძლა

27-09-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC) აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის ახალი ხელმძღვანელი ბერნი დობნერი დელეგაციასთან ერთად ეწვია.
 
სტუმრებმა ფოთის ბაზაზე საინჟინრო-სარემონტო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სანაპირო დაცვის ამოცანებსა და საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ბერნი დონბერს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებმა, გიორგი ნაყოფიამ და ზაზა ერქვანიამ უმასპინძლეს.
 
DTRA-ს დელეგაცია საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრსაც ესტუმრა. ცენტრის ხელმძღვანელმა, II რანგის კაპიტანმა შოთა მიროტაძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფრომაცია მიაწოდა.
 
აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA), საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სანაპირო დაცვისა და სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის ორი ან მეტი პირის გადაყვანის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული ი.ლ.; 1983 წელს დაბადებული ს.დ. და 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

24-03-2025
კატეგორიები