სასაზღვრო პოლიციის უფროსმა აშშ-ს საზღვაო ატაშესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

05-09-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ აშშ-ს საზღვაო ატაშესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ვიცე-პოლკოვნიკ კარლ ვიტმა საქართველოში სამწლიანი მისია დაასრულა.

ნიკოლოზ შარაძემ აშშ-ს საზღვაო ატაშეს მადლობა გადაუხადა საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობისა და სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მონაწილეობისთვის.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები