სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას უმასპინძლა

28-10-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას და საზღვაო ოპერაციების ერთობლივ მართვის ცენტრს (JMOC) თავდაცვის უწყების სამხედრო და სამოქალაქო პირები და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ყოველწლიური "თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანს უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფორმატების გაცნობა და თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების მშვიდობიანობისა და კრიზისების დროს ურთიერთქმედება წარმოადგენდა.

სტუმრებს, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იური ფირცხალაიშვილმა უმასპინძლა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საქმიანობისა და შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და სანაპირო დაცვის მუშაობის სპეციფიკა გააცნო. საზღვაო ოპერაციების ერთობლივ მართვის ცენტრ (JMOC) -ში კი სტუმრები ცენტრის სტრუქტურასა და ამოცანებს გაეცნენ, ასევე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებები დაათვალიერეს.

ვიდეო რეპორტაჟი
ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ აჭარაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით 2 პირი დააკავა

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ი.ი. და 1995 წელს დაბადებული უ.გ. დააკავეს.

27-10-2025
კატეგორიები