საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საზღვაო სწავლების - ,,Phoenix Express 2025" საბოლოო დაგეგმვის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს.

11-08-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა და აფრიკის სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ საზღვაო სწავლების - ,,Phoenix Express 2025" საბოლოო დაგეგმვის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს.

სწავლება, მიმდინარე წლის ნოემბერში ტუნისის რესპუბლიკაში ხმელთაშუა ზღვაზე გაიმართება.

საზღვაო სწავლება ,,Phoenix Express 2025'' მიზნად ისახავს აშშ-ის, აფრიკელი პარტნიორების, მოკავშირეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საზღვაო და სამართალდამცავ ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას.
სწავლება ფოკუსირებული იქნება საზღვაო აკრძალვით და სააბორდაჟე ოპერაციებზე, ინფორმაციის გაზიარებასა და კოორდინირებულ პატრულირებაზე რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები