შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა და აფრიკის სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ საზღვაო სწავლების - ,,Phoenix Express 2025" საბოლოო დაგეგმვის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს.
სწავლება, მიმდინარე წლის ნოემბერში ტუნისის რესპუბლიკაში ხმელთაშუა ზღვაზე გაიმართება.
საზღვაო სწავლება ,,Phoenix Express 2025'' მიზნად ისახავს აშშ-ის, აფრიკელი პარტნიორების, მოკავშირეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საზღვაო და სამართალდამცავ ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას.
სწავლება ფოკუსირებული იქნება საზღვაო აკრძალვით და სააბორდაჟე ოპერაციებზე, ინფორმაციის გაზიარებასა და კოორდინირებულ პატრულირებაზე რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.