სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

08-08-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სხვადასხვა სექტორის დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე - 1986 წელს დაბადებული მ.ე., 1986 წელს დაბადებული მ.გ. და 1984 წელს დაბადებული ა.გ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მ.ე. სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით უკანონოდ ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარის გადაკვეთას, ხოლო ბრალდებულმა მ.გ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ბრალდებულმა ა.გ.-მ სატვირთო ავტომობილში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას და საზღვრის უკანონო გადაკვეთას.

ვიდეო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები