საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, საზეიმოდ აღნიშნა.
მინისტრმა სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს ინფრასტრუქტურა, სამუშაო სივრცეები, დანაყოფისთვის განკუთვნილი ავტოპარკი და სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერა. გეკა გელაძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსთან, დავით თამაზაშვილთან ერთად, ასევე, დაესწრო ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ სწავლებას და ბაზაზე არსებული კინოლოგიური სამმართველო მოინახულა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი პირებისგან დანაყოფების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოისმინა და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.