სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე 3  პირი დააკავა

04-08-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სხვადასხვა სექტორების დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ა.ი,  2000 წელს დაბადებული ბ.ჩ. და 1975 წელს დაბადებული ა.კ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ  ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისა და უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ა.ი-მ  სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით , სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ბრალდებულები ბ.ჩ. და ა.კ.  ჯგუფურად, უკანონოდ ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და  19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით  მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას გულისხმობს.

ვიდეო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ აჭარაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით 2 პირი დააკავა

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ი.ი. და 1995 წელს დაბადებული უ.გ. დააკავეს.

27-10-2025
კატეგორიები