შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

29-07-2025

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, 2022 წელს გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდა.

მინისტრებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს ასევე, დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მეხანძრე-მაშველები, სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები.

ტრაგიკული შემთხვევა 2022 წლის, 29 ივლისს გუდაურთან მოხდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი 8 ადამიანი - შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები დაიღუპნენ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ აჭარაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით 2 პირი დააკავა

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ი.ი. და 1995 წელს დაბადებული უ.გ. დააკავეს.

27-10-2025
კატეგორიები