სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე სტამბოლის თავდაცვის ინდუსტრიის მე-17 საერთაშორისო გამოფენას დაესწრო

26-07-2025

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე გიორგი გურეშიძე, დელეგაციასთან ერთად, თურქეთის სანაპირო დაცვის მიწვევით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები თურქეთის სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს, ვიცე ადმირალ - აჰმედ ქენდირს შეხვდნენ. მხარეებმა თურქეთის სანაპირო დაცვასა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა განიხილეს.

ხაზი გაესვა თურქეთის მხარის მნიშვნელოვან დახმარებას პირადი შემადგენლობის მომზადებასა და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით. ასევე, განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტისათვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენის მიმართულებები.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გურეშიძე სტამბოლის საგამოფენო ცენტრში თავდაცვის ინდუსტრიის მე-17 საერთაშორისო გამოფენას (IDEF 2025) დაესწრო. სადაც, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი იური ფირცხალაიშვილი და სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი რამაზ პაპიძე იმყოფებოდნენ.

გამოფენაზე საქართველოს დელეგაციის წევრები თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ინდუსტრიის მიღწევებს, მათ შორის საზღვაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ ტექნოლოგიებს გაეცნენ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ აჭარაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით 2 პირი დააკავა

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ი.ი. და 1995 წელს დაბადებული უ.გ. დააკავეს.

27-10-2025
კატეგორიები