სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა თურქეთში სასწავლო კურსი - „სიცოცხლის გადარჩენა და პირველადი სამედიცინო დახმარება" გაიარეს

22-07-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდლობის ორგანიზებით, თურქეთის სანაპირო დაცვის საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრის მიერ დაგეგმილ სწავლებაში - „სიცოცხლის გადარჩენა და პირველადი სამედიცინო დახმარება“ მიიღეს მონაწილეობა.

სასწავლო კურსი  შედგებოდა როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ნაწილისგან: წყლის ზედაპირზე და წყალვქვეშ სხვადასხვა დისტანციაზე ცურვა; წყლიდან დაშავებული პიროვნების უსაფრთხოდ ამოყვანის მეთოდები, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

კურსის მიზანი იყო სანაპირო დაცვის თანამშრომლების  ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეების პირველადი სამედიცინო დახმარების კუთხით არსებული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება. 

სწავლების ბოლოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ აჭარაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით 2 პირი დააკავა

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ი.ი. და 1995 წელს დაბადებული უ.გ. დააკავეს.

27-10-2025
კატეგორიები