საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფი ნატოს ოპერაციიდან „ზღვის მცველი“ სამშობლოში დაბრუნდა

21-07-2025

საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გენერალური შტაბის მოწვევით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის წევრებმა, წელს მესამედ ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Operation SEA GUARDIAN) მიიღეს მონაწილეობა.

ოპერაციის ფარლგებში, საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფის 12 წარმომადგენელი ბერძნულ ფრეგატზე სახელწოდებით "HS ELLI (F450)" იყვნენ განთავსებული, სადაც საბერძნეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ტაქტიკური საბრძოლო პირველადი დახმარების აღმოჩენის ერთობლივ სწავლებაში. 

აბორდაჟის ჯგუფის წევრებმა აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს საცეცხლე პრაქტიკულ სწავლებებსა და დახურულ სივრცეში ბრძოლის წარმოების ხერხების შესახებ წვრთნებში.

ნატოს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველი“, ალიანსის ეგიდით მოქმედ, დღეისათვის ერთადერთ ოპერაციას წარმოადგენს, რომლის მთავარი ამოცანებია: ტერორიზმთან ბრძოლა, ზღვაზე თავისუფალი მიმოსვლის ხელშეწყობა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა, უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა და საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები