სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით დააკავა

29-03-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის” დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე - 1996 წელს დაბადებული ო.ი, 1990 წელს დაბადებული ჰ.ე., 2001 წელს დაბადებული ა.ე. და 2002 წელს დაბადებული ს.ნ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ო.ი.-მ და ჰ.ე.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, სხვადასხვა სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ხოლო, ბრალდებულებმა ა.ე.-მ და ს.ნ.-მ თურქეთის რესპუბლიკიდან, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ვიდეო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული ჰ.თ. და 1980 წელს დაბადებული ფ.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

15-05-2025
კატეგორიები