სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის განკუთვნილი პირველი პროგრამა დაიწყო

01-10-2024

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ახლადშექმნილ სასწავლო ცენტრში, პირველი სასწავლო პროგრამა დაიწყო. პროგრამა განკუთვნილია სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის იმ მოსამსახურეებისთვის, რომლებიც მორიგეობის დროს სასაზღვრო სექტორებზე განწესების წარმმართველებად ინიშნებიან.

კურსის მიმდინარეობს როგორც სასწავლო აუდიტორიაში, ასევე საველე პირობებში. მსმენელებს საველე მეცადინეობები სპეციალურად განსაზღვრულ ტერიტორიაზე ჩაუტარდებათ.

პროგრამა 5 კვირა გაგრძელდება და მასში სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 13 თანამშრომელი დაესწრება. სასწავლო ცენტრის საქმიანობის მიზანია მოქმედი თანამშრომლების სპეციალური პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

კურსის დასრულების შემდეგ მესაზღვრეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები