სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავა

25-09-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე: 1991 წელს დაბადებული ა. ა., 1994 წელს დაბადებული ბ. რ., 1981 წელს დაბადებული ა. ნ., 1991 წელს დაბადებული ს. ა., 1986 წელს დაბადებული ქ. ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადინა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, ლაგოდეხის სამმართველოს, სასაზღვრო სექტორის მაწიმის დასაცავ მონაკვეთზე უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.

ვიდეო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს 1 მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული ჯ.ე. და უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: 1989 წელს დაბადებული ნ.მ. და 1999 წელს დაბადებული ვ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე დააკავეს.

30-07-2025
კატეგორიები