სასაზღვრო პოლიციის უფროსმა აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს უმასპინძლა

13-04-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის საქართველოს პროგრამების მენეჯერს, რიჩ ნესელს და ამავე პროგრამის რეგიონალურ მრჩეველს, კარენ ჩეისონს შეხვდა.

სასაზღვრო პოლიციაში გამართულ შეხვედრაზე ნიკოლოზ შარაძემ სტუმრებს საზღვრის დაცვის მართვის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული საქმიანობა და არსებული გამოწვევები გააცნო. მხარეებმა ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის დახმარებით მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. 

საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამას შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს, როგორებიცაა: სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს პერსონალის აღჭურვა, სახმელეთო საზღვრის დაცვის ინფრასტრუქტურის განვითარება, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების მოდერნიზაცია და მათი მოვლა-შენარჩუნებისთვის საჭირო ხელსაწყოებისა და უნარ-ჩვევების განვითარება და სხვა. 

ნიკოლოზ შარაძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარების საკითხში შეტანილი წვლილისთვის.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე: 1987 წელს დაბადებული ე.ნ., 1966 წელს დაბადებული მ.ე., 1989 წელს დაბადებული მ.შ. და 1997 წელს დაბადებული ქ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების  გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე  დააკავეს.

20-05-2025
კატეგორიები