შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაცია ესტუმრა.
სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ უმასპინძლა და დელეგაციის წევრებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო.
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ, შეხვედრაზე შავ ზღვაზე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარადგინა.
მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხებსა და ერთობლივ გეგმებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის ფართო რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წვლილს აღნიშნული მიმართულებით.