ნიკოლოზ შარაძე აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

06-11-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) ხელმძღვანელთან - სარა რუპერტთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ბიუროს უფროსი მრჩეველი პოლიციის საკითხებში - ლარი ფუკასი დაესწრო.

შეხვედრაზე მხარეებმა სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებსა და თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროსთან (INL) უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს. აღსანიშნავია, რომ სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებით, რადიოკავშირის სისტემების მოდერნიზების პროექტი სწორედ INL-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

ფოტო რეპორტაჟი
სხვა სიახლეები
კატეგორიები