სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტებზე 3 პირი დააკავა (EN)
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ბ.ქ., 1992 წელს დაბადებული მ.დ. და 1982 წელს დაბადებული ე.ქ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადმოკვეთის და უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტებზე დააკავეს. (EN)