სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 4 პირი დააკავა (EN)
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, წითელი ხიდის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სადახლოს“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე - 1995 წელს დაბადებული მ.ი., 2001 წელს დაბადებული ჯ.ა., 1998 წელს დაბადებული ა.მ. და 1998 წელს დაბადებული ზ.რ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. (EN)