სასაზღვრო პოლიციამ აჭარაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით 2 პირი დააკავა (EN)
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ი.ი. და 1995 წელს დაბადებული უ.გ. დააკავეს. (EN)