თემურ კეკელიძემ ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსს უმასპინძლა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსი, გენერალი გუნტის პუიატსი დელეგაციასთან ერთად ესტუმრა. სტუმრებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ უმასპინძლა.

ლატვიის რესპუბლიკის დელეგაციას სახელმწიფო საზღვრის დაცვის სასაზღვრო და საიმიგრაციო კონტროლის სამმართველოს უფროსი და საერთაშორისო თანამშრომლობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსი წარმოადგენდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. თემურ კეკელიძემ ლატვიელ კოლეგას სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო.

დელეგაციის წევრებმა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N3 სამმართველო "წითელი ხიდი", სასაზღვრო სექტორი "კასუმლო" და კინოლოგიის სამმართველო მოინახულეს და ქართველი მესაზღვრეებისა და კინოლოგების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.

ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და მიგრაციის დეპარტამენტებსაც ესტუმრა.

სიახლეების გამოწერა