შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი სამუშაო ვიზიტით ლატვიაში იმყოფებოდა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დათო ნიკოლეიშვილი, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ გოგა რაზმაძესთან და შსს-ს დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლატვიაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსს, გენერალ-მაიორ  ნორმუნდს  გარბარსს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ხელი მოეწერა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურს შორის საზღვრის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების 2017 წლის თანამშრომლობის გეგმას. აღნიშნული დოკუმენტი ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას და საზღვრის კონტროლისა და სახელმწიფო საზღვრის მონიტორინგისათვის საჭირო კავშირგაბმულობის სისტემების გამოყენების სფეროში გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

ქართული დელეგაცია ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის კოლეჯსაც ეწვია, სადაც  მესაზღვრეთა მომზადებისა და სწავლების ლატვიურ მოდელს გაეცნო.საქართველოს შსს-ს წარმომადგენლებმა კოლეჯში არსებული კინოლოგიური სამსახური დაათვალიერეს, ასევე, „ტერაპოვას“ სასაზღვრო გამტარი პუნქტი და „ოპოლის“ სასაზღვრო სექტორი მოინახულეს, სადაც ლატვიელი კოლეგების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და საზღვრის დაცვის ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით მათი გამოცდილება გაიზიარეს. 

სიახლეების გამოწერა