შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს თავდაცვის ატაშეები ესტუმრნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზასა და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC) თავდაცვის ატაშეები ესტუმრნენ. სტუმრებს საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა თემურ კვანტალიანმა უმასპინძლა.

თავდაცვის ატაშეებმა ფოთის ბაზაზე გემთსარემონტო სახელოსნო და აილენდის კლასის ხომალდები - "დიოსკურია" და "ოჩამჩირე" დაათვალიერეს. ხომალდის მეთაურებმა სტუმრებს გემების ტექნიკური მახასიათებლები და ოპერაციული შესაძლებლობები გააცნეს.

საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) უფროსმა, III რანგის კაპიტანმა შოთა მიროტაძემ სტუმრებს ცენტრის მისია და ამოცანები გააცნო და ძირითადი ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.

საინფორმაციო შეხვედრა "თავდაცვის ატაშეთა ასოციაციის" (TDAA) ინიციატივით გაიმართა.

სიახლეების გამოწერა