შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტს კადეტები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა ფოთის ბაზაზე გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებს უმასპინძლა.

სტუმრებმა სანაპირო დაცვის მისიისა და ამოცანების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები კადეტებს სანაპირო დაცვის პროგრესისა და სიახლეების შესახებ ესაუბრნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებები, მათ შორის, აილენდის კლასის ახალი ხომალდები, ასევე, გემთსარემონტო სახელოსნო და აბორდაჟის სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერეს.

სიახლეების გამოწერა