სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს შეხვდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი პეტრო ციგიკალი დელეგაციასთან ერთად ესტუმრა. სტუმრებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ უმასპინძლა.

 შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. თემურ კეკელიძემ უკრაინელ კოლეგას სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მიხეილ დილიმაშვილი, სასაზღვრო პოლიციისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილე, ამავე სამსახურის საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი და სააპარატო საქმიანობის სამმართველოს უფროსი.

 შეხვედრის დასასრულს, ხელი მოეწერა გეგმას "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული დანაყოფებისა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციის 2019-2020 წლების თანამშრომლობის" შესახებ.

სიახლეების გამოწერა