სასაზღვრო პოლიციის უფროსი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებას ეწვია.

თემურ კეკელიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს, გენერალ-პოლკოვნიკ ელჩინ გულიევს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სასაზღვრო წარმომადგენლების საქმიანობის შესახებ შეთანხმებას.

თემურ კეკელიძემ, ასევე, შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სამსახურის სანაპირო დაცვის, ავიაციის, ოპერატიული რეაგირების ძალებისა და სასაზღვრო აკადემიის ხელმძღვანელებთან. მხარეები საზღვრის დაცვის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის მიზანი იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, საერთო გამოწვევებისა და საფრთხეების განხილვა.

 

სიახლეების გამოწერა