საქართველოსა და თურქეთის სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნა ჩატარდა საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N2 სამმართველოს (ახალციხე) ბაზაზე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნა ჩატარდა. სწავლებაში სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველოს და თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 25-ე ბრიგადის, მე-2 სასაზღვრო ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები მონაწილეობდნენ. წვრთნის სცენარი 2 ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: არალეგალური მიგრანტების დაკავება სასაზღვრო ოპერაციის შედეგად და სახელმწიფო საზღვარზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანის აღკვეთა. ერთობლივი წვრთნა თურქეთ-საქართველოს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის 2017 წლის გეგმის ფარგლებში გაიმართა. სწავლების მიზანი იყო ორი ქვეყნის სასაზღვრო ქვედანაყოფებს შორის საზღვრის დაცვის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა. მსგავსი ტიპის წვრთნები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის რეგულარულად, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. სწავლების ფარგლებში, თურქული მხარის წარმომადგენლებმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებები დაათვალიერეს და სამომსახურეო ძაღლების საჩვენებელ ვარჯიშს დაესწრნენ. სწავლების დასასრულს, მონაწილეებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

სიახლეების გამოწერა